ვანდალიზმის მორიგი ფაქტი ახალქალაქში – სამლოცველოში სიწმინდეები წელს მეორედ დააზიანეს

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო მეორედ დაარბიეს. დაზიანებულია ხატები და საეკლესიო ნივთები.

სურბ-ხაჩის ახალქალაქის ეკლესიის წარმომადგენელმა ნაირ მელიქიანმა ხელახლა დარბეული სამლოცველოს შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო შეტყობინებაში, ნაირ მელიქიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ღირსეულად მოიქცნენ. ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა დაალაგეს და გაწმინდეს სამლოცველო.

 გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო.
ვანდალიზმის ფაქტი აღნიშნულ სამლოცველოში 4 აპრილსააც დაფიქსირდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა სიწმინდეები დააზიანეს. მაშინ მომხდართან დაკავშირებით, ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დღემდე არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები