პატრიარქი შიო lll სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო lll სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციააი წერია.
“ამ წუთებში, სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, სადაც აღავლენს სადღესასწაულო წირვას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.