დედა სოსანე ბოლქვაძე: ნებისმიერ მონასტერში, სადაც მეუფე გრიგოლი არ იქნება მსახურებაზე დავდგები

მე ვარ წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი. მონასტრის დებმა ერთხმად ამირჩიეს,- ამის შესახებ იღუმენია, დედა სოსანემ (ბოლქვაძე) განაცხადა.
“მე ვარ წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი. ერთსულოვნად ამირჩიეს მონასტრის დებმა. დავდგები მსახურებაზე ნებისმიერ მონასტერში, სადაც მეუფე გრიგოლი არ იქნება. ჭყონდიდის ეპარქიაში არის ძალიან ბევრი მონასტერი, ტაძარი და ნებისმიერ ერთ-ერთ ტაძარში, სადაც თეთრი მღვდელი წირავს თუ ბერი წირავს, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ჩვენც გვაქვს მონასტერში წმინდა ნინოს ტაძარი და ვინც იქნება წინამძღვარი მამაო, ვივლით”,- განმარტა დედა სოსანემ.
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში მდებარე, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემ მონასტრის წინამძღვრის თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება იღუმენია თამარ გამყრელიძემ მას შემდეგ გააჟღერა, რაც ეპარქიაში წმინდა სინოდის მიერ დანიშნული მეუფე გრიგოლ კაცია ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები