პეტრე ცაავა: ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დავტოვებ

ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დავტოვებ,- ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა.
“სამუშაო გეგმა შედგა, ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე ჩატარდება ინვენტარიზაცია, შემდეგ აბაშის. აბაშის წარმომადგენელი არის კომისიის წევრი. ბოლომდე არ დაველოდები, აქ კომისია იმუშავებს, ნდობით აღჭურვილი. მე დავტოვებ ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა, წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ. გადავწყვიტე, საქართველოში ვიქნები“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს. შეხვედრას  ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი, მეუფე  გრიგოლი (კაცია) და ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები