მარიამ ჯაში: იმედია, რომ ფილმი “შინდისი” ოსკარზე წარსადგენი უცხოური ნამუშევრების ხუთეულში მოხვდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშსა და ფილმ “შინდისის” შემოქმედებით ჯგუფს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
​შეხვედრას ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძე, პროდიუსერები ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი და ვოვა კაჭარავა, ასევე “აწარმოე საქართველოში” კინოინდუსტრიის მიმართულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
​მარიამ ჯაშის ინფორმაციით 28 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლოს-ანჯელესში იგეგმება შვიდი პრეზენტაცია და კამპანია “შინდისის” პოპულარიზაციისთვის.
​როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობაც, რადგან აღნიშნული კამპანია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
​მარიამ ჯაში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორია და მათ გმირობაზე შექმნილი ფილმი ოსკარზე წარსადგენი უცხოური ფილმების ხუთეულში მოხვდება.
“განვიხილეთ ლოს-ანჯელესში დაგეგმილი კამპანია, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, თუმცა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ისე მედიის და ჩვენი დიასპორის ჩართულობით. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ფილმის პრომოუშენს ლოს ანჯელესში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფოტო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები