კახა კალაძე: ბერა ივანიშვილის ქველმოქმედების გაკრიტიკება ამორალურობის ყველანაირ ზღვარს სცილდება

ბერა ივანიშვილის ქველმოქმედების გაკრიტიკება ამორალურობის ყველანაირ ზღვარს სცილდება,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელმაც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა.

კალაძის შეფასებით, კრიტიკით ძირითადად, გაკოტრებული პოლიტიკოსები არიან დაკავებულნი.

“გუშინ მართლაც საოცარი დღე იყო. ოპონენტები, მთელი შემადგენლობით – ოჯახის წევრებით, ბიძაშვილ-მამიდაშვილებით, ჩართული იყვნენ იმაში, რომ როგორმე გაეკრიტიკებინათ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედება. გაუგებარია ეს ქმედებები და ამორალურობის ყველანაირ ზღვარს სცდება. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მარტო ბრაზილიის პრობლემა არ არის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამაზონის ტყე არის დედამიწის ფილტვები და ცუდი რა არის იმაში, რომ ჩვენ, ქართველებს პატარა წვლილი შეგვაქვს ხანძრის ლიკვიდაციაში?! თან საუბარია იმ ადამიანზე, რომლის ოჯახს უამრავი ქველმოქმედება აქვს საქართველოში განხორციელებული, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე სხვა მიმართულებით. არ დავიწყებ იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედების სახით განხორციელდა. თუმცა რამ ცხადია – ამ ტიპის განცხადებებს, ძირითადად, გაკოტრებული პოლიტიკოსები აკეთებენ. პოლიტიკოსების მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებას ყველაფერს ხედავს და მოვლენებს სწორად აღიქვამს”,- განმარტა თბილისის მერმა.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი მის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები