სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევნები დღეს გაიმართება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის არჩევნები დღეს გაიმართება.
კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩევნები 14.00 საათზეა ჩანიშნული.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სემეკ-ის თავმჯდომარეს უშუალოდ კომისიის წევრები საკუთარი შემადგებლობიდან შეარჩევენ.
ამასთან, სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა.