“გატაქსირებული ჯაფარიძის “შმაქსი” იმის ნაყოფია, რომ პარლამენტის მაგივრად “შმარლამენტი, გვყავს”

გატაქსირებული ჯაფარიძის “შმაქსი” იმის ნაყოფია, პარლამეტის მაგივრად “შმარლამენტი” რომ გვყავს, სადაც პარლამენტარების მაგივრად “შმარლამენტარები” სხედან და კანონების მაგივრად “შმანონებს” წერენ!- ასე ეხმაურება, “გირჩის” თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის მიერ კომპანია “შმაქსის” დაფუძნების საკითხს გაზეთი ასავალ-დასავალი.

“სწორედ, ამ დროს გატაქსირებულმა ჯაფარიძემ “გირჩის” სოროდან დაიძახა, ვისაც თეთრი ტაქსი არ ჰყავს და ახალი რეგულაციის თანახმად ტაქსაობა აეკრძალა, ვთავაზობ, რომ საკუთარ მანქანაზე “შმაქსის” ტრაფარეტი დაამაგროს და “იშმაქსაოს”! გარაქსირებული ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ თუ ტრაფარეტზე ტაქსის მაგივრად შმაქსი ერება, ” მოშმაქსავე” მძღოლზე რეგულაცია ვერ გაგრძლდება და მას ვერ დააჯარიმებენ”, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.

ავტორი მიიჩნევს, რომ ჯაფარიძეზე დიდი დამნაშავეები პარლამენტარები არიან.

“ჯაფარიძეზე დიდი დამნაშავეები და გატაქსირებული ის პარლამენტარები არიან, რომლებიც კანონებს არაპროფესიონალურად წერენ და ნებისმიერ ავანტიურისტს საშუალებას უტოვებენ, კანონის მავნებლური ინტერპრეტირება მოახდინონ. ასე, რომ დროა, ხელისუფლებამ, განსაკუთრებით კი მისმა საკანონმდებლო შტომ, თვალები კარგად მოიფშვნიტოს, ყურები კარგად გამოიფხიკოს, მახათი გადააგდოს და საქმეს მიხედოს, თორემ ჯაფარიძისნაირი გატაქსირებულები იმდენს იზამენ, ხელში სახელმწიფოს მაგივრად შმახელმწიფო შეგვრჩება”, – აღნიშნა ხუბუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები