გიგი უგულავას სიდედრმა გაჯის ბიზნესიდან 3 მილიონი მიიღო

   არასამთავრობო ორგანიზაცია“ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარის არჩილ კაიკაციშვილის ინფორმაციით, გიგი უგულავას შემოსავალმა 13 მილიონ ლარს გადააჭარბა – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. „გიგი უგულავასთან დაკავშირებული კომპანიებისა და ფირმებისა და ფირმების საერთო შემოსავალი 13 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ოჯახის ბიზნესინტერესები იკვეთება კომპანიებში: „მანი“, ჯეოლენდი“ „თ.ფ“, „ლთ ჯგუფი“. ამ კომპანიების უმეტესობას მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერები.
მათი დამფუძნებლები და მეწილეები ფლობენ ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გიგი უგულავას სიდედრი, ნინა კილაძე 50%-იან წილს ფლობს შპს „მანი“- ში, კომპანიის საქმიანობის სფეროა გაჯის წარმოება, ერთობლივი შემოსავალი კი 3 000 000 ლარზე მეტია. ფირმის სახელზეა 10 569 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 1 943 კვ.მ ფართობის შენობა – ნაგებობით გარდაბანში, სოფ კრწანისში.
ნინა კილაძის საკუთრებაშია 37 კვ.მ ფართობის ბინა წყნეთის გზატკეცილზე, №16-18 სახლების ადგილზე, რომელიც 2011 წლის 26 დეკემბერს, შვილმა, ლელა კილაძემ აჩუქა. ნინა კილაძის საკუთრებაშია 451 კვ.მ ფართობის მიწა ხაშურში, მაიაკოვსკის ქუჩა №3-ში, რომელიც ნინა კილაძეს, 2010 წლის 14 იანვარს, ლეილა ბარბაქაძემ აჩუქა. გიგი უგულავას ქვისლმა, გიორგი ღონიაშვილმა, 2012 წლის 26 ივლისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 50 000 აშშ დოლარად შეიძინა 4 245 კვ.მ ფართობის მიწა სოფელ ტაბახმელაში. 2012 წლის 30 ივლისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 6 000 აშშ დოლარად, 571 კვ.მ ფართობის მიწა ისევ ტაბახმელაში შეიძინა. 2013 წლის 25 ოქტომბერს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 82 000 აშშ დოლარად გუდაურში, 102 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა. გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა, შპს ,,ჯეოლენდის“ 50%-იანი წილის მფლობელია, ერთობლივი შემოსავალი 6 500 000 ლარი. საქმიანობის სფეროა აზომვითი ნახაზების წარმოება. „ჯეოლენდმა“ 38 სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ტენდერების საერთო ღირებულება კი 685 864 ლარი იყო. ერთ პირთან მოლაპარაკებით, სახელმწიფოს მასთან დადებული აქვს 114 ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 131 843 ლარი იყო. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით, კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საბეწეში მდებარე 8000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა. 2006 წლის 8 მაისს, 113 კვ.მ ფართობი, ხოლო 2006 წლის 8 დეკემბერს, 87 კვ.მ და 46 კვ.მ ფართი, ერთსა და იმავე მისამართზე, თბილისში, ტელეგრაფის №3-ში შეიძინა. გარდა ამისა, „ჯეოლენდი“ 21%-იანი წილის მფლობელია დაბა ბაკურიანის კვების ობიექტში, რომლის შემოსავალი 500 000 ლარზე მეტია. კომპანია „ჯეოლენდს“ 2012 წლის 19 ოქტომბერს, 213 000 ლარად, სახელმწიფოსგან შეძენილი აქვს 7 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 393 კვ.მ ფართობის შენობა- ნაგებობით, ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში.
ირაკლი უგულავამ, 2012 წლის 12 სექტემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, 11 700 აშშ დოლარად 780 კვ.მ ფართობის მიწა სოფელ ტაბახმელაშიც შეიძინა. გიგი უგულავას ბიძა (მამიდის ქმარი), თამაზ გოგიაშვილი 100%-იან წილს ფლობს აქვს შპს „თ.ფ“-ში, რომლის ერთობლივი შემოსავალია 3 000 000 ლარი. კომპანიის საქმიანობაა ფოიერვერკების იმპორტი და რეალიზაცია. გამარჯვებულია 13 სახელმწიფო ტენდერში, საერთო ღირებულებით _ 1 120 529 ლარი. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უგულავას ბიძის კომპანიასთან სახელმწიფომ 28 ხელშეკრულება გააფორმა, ჯამური ღირებულებით _ 192 136 ლარი. შპს ,,თ.ფ“ 100%-იან წილს ფლობს აქვს შპს „ლთ ჯგუფში“, რომლის ერთობლივი შემოსავალი 631 329 ლარია, საქმიანობა ფოიერვერკებისა და გასანათებელი საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია.
კომპანია გამარჯვებულია 5 სახელმწიფო ტენდერში, საერთო ღირებულებით – 193 390 ლარი. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სახელმწიფოს დადებული აქვს 11 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით – 193 390 ლარი. გიგი უგულავას მეუღლის მამიდამ, რუსუდან კილაძემ, 2012 წლის 19 ოქტომბერს, 465 კვ.მ ფართი, 243 700 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში. გიგი უგულავას მეუღლის ნათესავის, თამაზ გოგიაშვილის ფირმები კი აქტიურად მონაწილეობენ მერიისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, რომლებიც ფოიერვერკებით მომსახურებასა და გასანათებელი საშუალებების შეძენას ეხებოდა“, – წერს გაზეთი „ვერსია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები