სასამართლო პროცესი „დასაქმების საქმეზე“ 5 თებერვალს ჩაინიშნა

    ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასაქმების პროგრამის ეპიზოდზე პროცესი დასრულდა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები: განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, იმერეთის ყოფილი გუბერტორი ვახტანგ ბალავაძე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ზაზა გოროზია დაიკითხნენ. ბრალდების მხარის განცხადებით, მათთვის გაუგებარია ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე დაკითხვის მიზანი, დაცვის მხარის თქმით კი, არც ერთი მოწმე, მათ შორის – ბრალდების მოწმეები არ ადასტურებენ საქმეში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ბრალეულობას. მორიგი სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 5 თებერვალს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები