მთავარ პროკურატურაში ლევან ამირიძის დაკითხვა მიმდინარეობს
აქართველოს მთავარ პროკურატურაში მუხროვანის ამბოხების ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული ლევან ამირიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ამირიძის განცახადებით, ის პროკურატურას ყველა ინფორმაციას მიაწვდის მათ წინააღმდეგ სპეცოპერაციის და ყველა დარღვევის შესახებ.
“კითხვებს დამისვამენ ალბათ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით. მოწმის სტატუსით ვიკითხები თუ დაზარალებულის, ამას გავარკვევ, მივაწვდი ყველა ინფორმაციას ჩვენ წინააღმდეგ სპეცოპერაციის და ყველა დარღვევის შესახებ”,- განაცხადა ამირიძემ.
ამირიძე ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუხროვანის ორგანიზატორებმა თითქოს ორი რუსი კონსულტანტი მოკლეს და ვიდეომასალაში სწორედ მათ ცხედრებზე იყო საუბარი, სასაცილოა.
“ჩვენ რომ რუსეთთან კავშირი გვქონოდა და მართლა ამბოხი ყოფილიყო, ეს ცუდად დამთავრდებოდა მერაბიშვილისა და მაშინდელი მთავრობისთვის. არანაირი კავშირი მათთან არ გვქონია, ეს ბრალდებაშიც კი არ ეწერა, თანაც, ასეთი რამ რომ ყოფილიყო, მაშინვე იტყოდნენ და ამას ასე არ დატოვებდნენ”, – განაცხადა ამირიძემ. მისივე თქმით, 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ბაზაზე არანაირი ამბოხება არ იგეგმებოდა. მისი განმარტებით, სატანკო ნაწილი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა და უბრალოდ, მას სურდა, განცხადება გაეკეთებინა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.