ოზურგეთში მაღაზია გაქურდეს
დაახლოებით ერთი საათის წინ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს. ამ დროისთვის, უცნობია, რა წაიღეს მაღაზიიდან. მიმდინარეობს მოკვლევა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.