მერაბიშვილის პროცესზე დღეს ოთხი ყოფილი მინისტრი დაიკითხება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება. საქმე დასაქმების პროგრამას ეხება. როგორც მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით ყოფილი ხელისუფლების 4 მინისტრი დაიკითხება. „დღეს დიმიტრი შაშკინი, ზაზა გოროზია, ვახტანგ ბალავაძე და ალექსანდრე ხეთაგური დაიკითხებიან. მომავალ სხდომაზე კი შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების სხვა პირებიც დაიკითხონ“ , – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები