ფოთში მომხდარი ავარიისას დაშავებულები ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს – ერთ-ერთი მცირეწლოვანია (ფოტო, ვიდეო)

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც “კვირას” კლინიკური ცენტრის დირექტორმა, თამარ ჯანელიძემ განუცხადა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“შემოყვანილია სამი პაციენტი – ქალბატონი, მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქალს მიღებული აქვს თავის ქალის ტრავმა და შედარებით მძიმედაა. მამაკაცსაც აღენიშნება თავის ქალის ტრავმა, თუმცა იოლ ფორმებში. რაც შეეხება, მცირეწლოვანს, მისი მდგომარეობა, შედარებით უკეთესია”, – ამბობს თამარ ჯანელიძე.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, დაშავებულები ფოთიდან ქუთაისში დაახლოებით, 16:00 საათისთვის გადაიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს პატარა ფოთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი 2 წლამდე ასაკისაა.
“კვირას” ინფორმაციით, დაშავებულები და-ძმა სოფო და მანუჩარ ლატარიები არიან, მესამე დაშვებული კი სოფო ლატარიას შვილია.

მანუჩარ და სოფო ლატარიები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები