აზერბაიჯანის მოქალაქემ თურქეთიდან არადეკლარირებული ოქრო შემოიტანა
საზღვრის გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქე ფ.ჰ. შემოვიდა, რომელსაც დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით, 527,67 გრ. აღმოაჩნდა. საქონლის ღირებულებამ 22,135,76 ლარი შეადგინა. საქმის მასალები რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.