მარტვილში, 16 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო
მარტვილში სოფელი ნალეფსაოში 16 წლის გოგონამ თავი ჩამოიხჩო. ცხედარი სახლის ბოსელში იპოვეს.
ოჯახისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. „ყველანი საშინელ დღეში აღმოვჩნდით, დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. გაოგნებულები ვართ“ , – ამბობენ მეზობლები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: Prime time