ოზურგეთში, რალის მიმდინარეობისას 15 წლის მოზარდი დაშავდა

ოზურგეთში, შშმ პირების მიერ ორგანიზებულ რალზე, მცირე ინციდენტი მოხდა. რალის დროს, ერთ-ერთი მანქანა, მოსახვევში ბორდიულს შეეჯახა. შეჯახების დროს ერთ-ერთმა მაყურებელმა 15 წლის მოზარდმა, თავდაცვის ინსტიქტის გამო უკან დაიხია და მცირე დაზიანება მიიღო.
როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, მოზარდს მანქანა არ დაჯახებია და მოზარდმა დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც შიშის გამო უკან დაიხია და წაიქცა.
მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნული ფოტო არ ასახავს რეალობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები