არჩილ თალაკვაძე: თუ მთავარი პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს კონკურსში – ეს ნორმალურია, იურისტის პროფესიიდან გამომდინარეც და რაციონალურადაც

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე შეუძლებელსა და კონსპირაციულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მთავარი პროკურორი ჰქონდეს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში.
„ვფიქრობ, ყველა იურისტმა იცის საქართველოში, ევროპასა და ამერიკაშიც, რომ უზენაეს სასამართლოში კარიერა და უზენაესი სასამართლოს წევრობა ესაა იურისტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოზიცია და მიღწევა. შესაბამისად, თუ მთავარი პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს ამ კონკურსში – ეს ნორმალურია, იურისტის პროფესიიდან გამომდინარეც და რაციონალურადაც. მე ამაში ვერაფერს ვხედავ შეუძლებელსა და კონსპირაციულს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” გადაცემაში „პოლიტმეტრი”.
მისი თქმით, ეს მაჩვენებელია იმ სხვაობისა, თუ როგორი სახელმწიფო გვქონდა და როგორი სახელმწიფო გვაქვს დღეს.
„ეს, პირიქით, მიუთითებს, რომ მთავარი პროკურორი, რომელიც წარსულში, წინა ხელისუფლების პირობებში, ხშირ შემთხვევაში იყო მონსტრი და მას არასდროს თავის ძალაუფლება არ ეთმობოდა, დღეს არის ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ჯანსაღად, სხვა 143 მოქალაქესთან ერთად, სურს, გაიაროს კონკურსის პროცესი. მე ვფიქრობ, ეს აჩვენებს უკვე განსხვავებას, თუ როგორი სახელმწიფო გვქონდა და როგორი სახელმწიფო გვაქვს დღეს”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
არჩილ თალაკვაძემ, ასევე, სასამართლოსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ქვეყანას რეგულაციები წლების განმავლობაში არ ჰქონდა.
„თქვენ შეგიძლიათ, გადაშალოთ ვენეციის კომისიის დასკვნა, სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ. სხვათა შორის,საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობს, ქვეყანას არ ჰქონია რეგულაცია ქვეყანას, არც შერჩევის პროცესი, დამტკიცებისა და კანდიდატურების განხილვის პროცესი არსად კანონში არ იყო დარეგულირებული. ჩვეულებრივად პრეზიდენტი წარადგენდა კანდიდატურებს და პარლამენტი ამტკიცებდა კანდიდატურებს.
​უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამ ეთერში ვამბობთ, რომ ძალისხმევა რაღაცას დასჭირდაო შედეგის მიღწევასო. ე.ი ძალისხმევა ამ ქვეყანაში მუშაობს, ხო? ძალიან კარგი ესაა შედეგი, ქვეყანა წინ არის წასული ე.ი ძალისხმევებს აქვს შედეგი. თქვენ თუ მიიჩნევთ, რომ რაღაცაში მართალი ხართ; თუ მიიჩნევთ, რომ კანონია მისაღები; თუ მიიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა უნდა მოახდინოთ, ეს ძალისხმევები თუ მუშაობს, ე.ი დღეს ქვეყანა არის უკეთესი. სრულყოფილი არ არის ეს სახელმწიფო, ისევე როგორც არცერთი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები