მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: მოხარული ვარ, რომ კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია და კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული

„მოხარული ვარ, რომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციებში, რომელსაც პარლამენტმა დაუჭირა მხარი, კონკრეტული მითითება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ, რომ გამოკვეთილიყო კონკრეტული ადამიანის როლი, თუ ასეთი არსებობდა.
„იმ რეკომენდაციებში, რომლებიც ჩვენი გაცემული იყო და. საბოლოოდ. პარლამენტმა დაუჭირა მხარი, იყო მითითება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ, რომ გამოკვეთილიყო კონკრეტული ადამიანის როლი, თუ ასეთი არსებობდა. მოხარული ვარ, რომ ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ჩვენ არ უნდა ვთქვათ, ეს შედეგი საბოლოოა თუ არა იმ კონტექსტში, რომ ადამიანს წინასწარ არ უნდა დავაბრალოთ, არის თუ არა ის დამნაშავე, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს საქმეა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები