ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თითოეულ წევრს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„არაერთგზის საჯაროდ გადავუხადეთ მადლობა კომისიას, მის თითოეულ წევრს გაწეული მუშაობისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო შესრულებული სამუშაო, შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ და მადლობა გადავუხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.