“ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მიუცემლობით ალიანსმა სავალალო შეცდომა დაუშვა“

ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მიუცემლობით ალიანსმა სავალალო შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის, – ამის შესახებ ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი , ამჟამად კი ქვეყნის დელეგაციის წევრი ნატოში რასა იუკნევიჩენე “კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. რასა იუკნევიჩენეს ბალტიისპირეთის ერთ-ერთი პრინციპული პოლიტიკოსის სახელი აქვს. სწორედ იუკნევიჩენემ წარუდგინა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ერთ-ერთი მოხსენება საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, სადაც ალიანსს მოუწოდებს, უელსის სამიტზე საქართველოს გაწევრების სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპის მიანიჭოს. იუკნევიჩენეს თქმით, მთავარი არგუმენტი, რის გამოც მაშინ საქართველოს უარი ეთქვა, რუსეთის პროვოცირების თავიდან აცილება იყო, თუმცა რუსეთი ალიანსის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშეც დაესხა თავს საქართველოს. შედეგად, საქართველო მაპის გარეშეც დარჩა და რუსეთის აგრესიაც იწვნია. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობით ალიანსმა დაუშვა სავალალო შეცდომა, რომლის შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის. მთავარი არგუმენტი, რომლის გამოც მაშინ საქართველოს უარი უთხრეს – არ მოგვეხდინა რუსეთის პროვოცირება – აშკარაა, რომ უსაფუძვლო გამოდგა. რუსეთი ალიანსის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშეც დაესხა თავს საქართველოს. შედეგად, საქართველო მაპ-ის გარეშეც დარჩა და რუსეთის აგრესიაც იწვნია. აი, ამიტომ ვთვლით, რომ ახლა უკვე აუცილებელია, საქართველოსკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ისეთებიც არიან, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებენ – დეკლარაცია ერთხმად, ყველას მოწონებით არ მიღებულა. თუმცა, მათი მცდელობები, დეკლარაციაში ზოგიერთი შესწორება შეეტანათ, მარცხით დასრულდა. ასე რომ, მიუხედავად ამ პოზიტიური გზავნილისა, წინ საკმაოდ მწვავე ბრძოლები გელით. ვითარებას საღი თვალით შეხედეთ – ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მიუხედავად მისი სტატუსისა, მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა ძალუძს“,- აცხადებს ლიტვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები