უბედური შემთხვევა თბილისში – 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა თბილისში. რამდენიმე წუთის წინ, დიდი დიღმის დასახლებაში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 3 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.