მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ შეუძლოდაა და სუს-ში დაკითხვაზე არ მივა
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში, სადაც 15:00 საათზე დაკითხვაზე იყო დაბარებული, აღარ მივა. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ გაშლილ კარავში განაცხადა.
მისივე თქმით, ის შეუძლოდაა.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 15:00 საათისთვის კვლავ იყო დაბარებული.
ცნობისათვის, გუშინ უწყებამ აუდიომასალა გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ გეგმავდა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილთან, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის “განადგურებას” მისი მამის საფლავზე.