თეა წულუკიანი: შედეგებს დაველოდოთ, მთავარია, დანაშაული თავიდანაა აცილებული

“პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ დანაშაულის პრევენცია მოახდინეს – თან ისეთი დანაშაულის, რომელსაც კავშირი აქვს ტერორიზმთან”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სუს-ის მიერ გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ დანაშაული თავიდანაა აცილებული.
“წარსულშიც გვახსოვს სხვადასხვა ასეთი, გარეთ გამოტანილი, ანუ გამჟღავნებული საქმე ან საქმეები, რომელზეც თავად სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში დახურულ ფორმატში საუბრობს ხოლმე.
​შედეგებს დაველოდოთ. მთავარია, დანაშაული თავიდან არის აცილებული. მინდა, პოტენციური მსხვერპლისა და მსხვერპლების ოჯახებს სიმშვიდე ვუსურვო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები