არჩილ თალაკვაძე: ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია

„გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ და მათი ოჯახი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული.
„როგორც ჩანს, მზადდებოდა უმძიმესი დანაშაული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი პრევენციის მიზნით სწორად და ეფექტურად იმოქმედა. თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული. ამიტომ, ამ საქმეზე შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.
ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს, სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი “საქმე” მხოლოდ გოგაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები