მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილმა, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. იგი ტერორისტული აქტის მომზადების საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა.​
მას დაკითხვის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
​ცნობისათვის, დღეს სუს-მა აუდიომასალა გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ გეგმავდა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილთან, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის “განადგურებას” მისი მამის საფლავზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები