დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს

სამოქალაქო აქტივისტებმა დავით გარეჯთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადავო ნაწილის ტერიტორიაზე, ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ამ აქციით მათ სურთ, აზერბაიჯანს მესიჯი გაუგზავნონ, რომ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოა. მათ საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს. ტერიტორიაზე წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული არიან ქართველი მესაზღვრეებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები