მაიკ ბენცი: USAID-ი ფარული ფონდი იყო ქუჩის ამბოხების მოსაწყობად, ის ასევე აფინანსებს „დიფ სტეიტის“ მოკავშირე მედიას

ამ კვირაში აღმოვაჩინე ამერიკის ფედერალური მთავრობის დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ ატრენინგებდნენ „ენჯეოებს“ ქუჩის ამბოხებების მოწყობაში, რასაც აისენი პოლიტიკური გავლენისთვის იყენებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა განაცხადა.

მან ისაუბრა ნორმ აისენის 2025 წლის სახელმძღვანელზე, რომელშიც ავტორი 7 ძირითად საყრდენს აღწერს, მათ შორის, ბენცის განცხადებით არის „არჩევნებზე კონტროლი, სასამართლოების კონტროლი, კორუფციასთან ბრძოლა, სამოქალაქო და მედია სივრცის გაძლიერება.“
„მისთვის [აისენისთვის] USAID-ი ფარული ფონდი იყო ქუჩის ამბოხების მოსაწყობად. USAID-ი არის ძალა, რომელიც აფინანსებს დიფ სთეითის მოკავშირე მედიას. ერთია სიტყვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ხოლო როდესაც მთავარ გზატკეცილებს გადაკეტავ, სატრანსპორტო ხაზებს დაბლოკავ და ადგილობრივ ეკონომიკას გააჩერებ, ეს შიდა ტერორიზმია“, – აღნიშნა მაიკ ბენცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები