ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:”
ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092.ასევე, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგებო ვითარებაში მოქმედების ინსტრუქციას შემდეგ ბმულზე: http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2599&lang=1“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

israel.mfa.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები