გორში მოსწავლე გოგონას სადარბაზოში დახვდნენ და ყელზე მაკრატელი მიადეს

გორში, ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მე-11 კლასელ გოგონას უცნობი მამაკაცი დახვდა, ყელზე მაკრატელი მიადო და სადარბაზოს ზედა სართულზე ასვლა აიძულა.

„კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცმა გოგონას სექსუალურად შევიწროვებაც სცადა, თუმცა, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, აღნიშულ ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

როგორც „კვირას“ აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებმა განუცხადა, გოგონა მათ კორპუსში რუსულის მასწავლებელთან მიდიოდა. მისივე თქმით, მეზობლები სადარბაზოში მაშინ გამოვიდნენ, როდესაც გოგონამ ყვირილი დაიწყო, ყვირილის შემდეგ კი უცნობი სადარბაზოდან გაიქცა. შემთხვევა გუშინ, დღის 4 საათზე მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე უწყებამ გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. (თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით). აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

შსს-ს ცნობით,  სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით, არასრულწლოვანი ამხილეს, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები