პროკურატურაში მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას შეისწავლის
მთავარი პროკურატურა მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას შეისწავლის, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
„29 იანვარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განმარტავს: ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.