აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოლაპარაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ე.წ. ოპოზიცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რაულ ხაჯიმბამ კი აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია კომპრომისზე წასვლას და მოთხოვნების შეცვლას არ აპირებს. ე.წ. ოპოზიციის მომხრეებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები და ტელევიზია. ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა დემონსტრაცია. სოხუმის ცენტრში ალექსანდრე ანქვაბის მომხრეები გამოვიდნენ. თავად ანქვაბი კი ამ დრომდე, სავარაუდოდ, გუდაუთის ბაზაში იმყოფება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დე ფაქტო მთავრობამ სიტუაციის დაძაბვის ასაცილებლად, შესაძლოა, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს. ყოლბაია მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ რუსეთი არსებულ ვითარებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სიტუაციის ესკალაციას არ დაუშვებს და სისხლისღვრას აიცილებს”, – აცხადებს ყოლბაია. აფხაზეთში არსებული ვითარება, საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, კავკასიის რეგიონში რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობა, ხოლო მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები