„რუსეთი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს“

აფხაზეთში შექმნილი ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩისლავ ჩირიკბამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარასინმა აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვა.
“რუსული მხარე ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს, რომელიც მეგობარ სახელმწიფოში ვითარდება და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები იქ სამართლებრივ ჩარჩოში განვითარდეს. აღინიშნა, რომ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის ძალიან სწრაფად სტაბილიზაცია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების ინტერესშია”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები