პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად ქუთაისში მამა-შვილმა დაზიანებები მიიღო
ქუთაისში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად მამა-შვილმა დაზიანებები მიიღო.
მამაკაცი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, შვილი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
ცნობისთვის, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად გასულ ღამეს რუსთავში ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.