„მტკიცებულება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანს, არ უნდა განადგურდეს

   საბუთი და მტკიცებულება, რომელმაც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანოს, ასეთი დოკუმენტაცია არ უნდა განადგურდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული ჩანაწერების განადგურების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, დანაშაულის მამტკიცებელი ვიდეომასალის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება. “ამ საკითხზე ჩემი ზოგადი დამოკიდებულებაა ის, რომ ასეთი ტკივილი საზოგადოებამ უნდა გადალახოს და იფიქროს მომავალზე, მაგრამ, ბუნებრივია, სადაც არის დანაშაულის ნიშნები, ამის განადგურება, თავის მხრივ, უკვე დანაშაულის ჩადენა იქნება. თუ არსებობს რაიმე საბუთი და მტკიცებულება, რომელმაც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე გაგვიყვანოს, ასეთი დოკუმენტაცია არ უნდა განადგურდეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები