ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს
ფონიჭალაში შუახნის მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო “info rustavi” ავრცელებს.
სწრაფი კვებისთვის განკუთვნილ ჯიხურს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ყვითელი ლენტი შემოავლეს. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიებ117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.