არჩილ თალაკვაძე: ვალების განულების ინიციატივა არის უპრეცედენტოდ დადებითი
“სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამართლიანობით და მასშტაბით, ვალების განულების ინიციატივა არის უპრეცედენტოდ დადებითი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრს და ფონდ “ქართუს” მადლობა გადაუხადა.
“სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამართლიანობით და მასშტაბით, ვალების განულების ინიციატივა არის უპრეცედენტოდ დადებითი. ამით კიდევ 600 000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. მომავალში ჩვენ გვჭირდება სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას უზრუნველყოფს, გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ეკონომიკაში და ვალების განულების გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ ინიციატივისთვის და ფონდ “ქართუს” უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.