ავღანეთში, ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

ავღანეთში, ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე – გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, – ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ცესკოს ინფორმაციით, სადაც შემაჯამებელი ოქმია გამოქვეყნებული – ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანში გრიგოლ ვაშაძემ 366 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 316 ხმა მიიღო.
სულ კი აღნიშნულ უბანზე მივიდა 750 ამომრჩეველი.
რაც შეეხება მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანს, აქ გრიგოლ ვაშაძეს 86-მა ამომრჩეველმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 46-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ამ უბანზე ჯამში, ხმა მისცა 143-მა ამომრჩეველმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები