ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა. ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.
არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.
28 ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობის 2 კანდიდატი : სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობდნენ.