ცესკო: საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

საზღვარგარეთ ყველა ქვეყანაში გაიხსნა საარჩევნო უბნები და ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მიქელაძემ მედიას საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მისი თქმით, ადგილობრივი დროით, ასევე გაიხსნება საარჩევნო უბნები კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„დღეს, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით“,- აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები