„მხარდამჭერების სიებიც თვითონ დაწერეს და თანხებიც თავად მიაწერეს”,- „ოცნება“ ზაალ უდუმაშვილს პასუხობს

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, გაავრცელოს ტყუილები და ამით გაზარდოს დაძაბულობა საარჩევნო დღეს. არავითარი სიები მათ არ აღმოუჩენიათ, მხარდამჭერების სიებიც თვითონ დაწერეს და თანხებიც თავად მიაწერეს”, – განაცხადეს “ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციაში.
„მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს არ არის “ქართული ოცნების” სიები, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაკეთებული, შეთითხნილი ბინძური ტყუილი“, -აცხადებს “კვირასთან” “ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ გოგინაშვილი. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესის დროს, გორში დარღვევები დაფიქსირდა.
„ჩვენ მოვიპოვეთ სიები, სადაც აღნიშნულია სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ასევე, კონკრეტული თანხებია მითითებული, ვიზა რამდენია გაცემული“, -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები