მამუკა მდინარაძე: “რუსთავი 2” და “ნაცმოძრაობა” ცდილობენ, რომ საზოგადოებას დაუმალონ სიმართლე

„12-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში “რუსთავი 2″-ის ეთერში არ გასულა არც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის და არც ოფიციალური უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “რუსთავი 2” და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, რომ საზოგადოებას სიმართლე დაუმალონ.

“რუსთავი 2” და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, რომ საზოგადოებას დაუმალონ სიმართლე და ფაქტები. ეს მათი დღევანდელი პროვოკაციული ქმედებების ნაწილია. რაც შეეხება სიებს, ჩვენ დილიდან ამ დრომდე, ვუყურებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დასდევენ ჩვენს მომხრეებს, მათ შორის კოორდინატორებს, “ქართული ოცნების” აქტივს, სიებთან დაკავშირებით. მე მათ მოვუწოდებ – არაფერი ამ სიებში არაა უკანონო. თითქმის ყველა პარტიას აქვს ეს სიები ცესკოდან წაღებული. ესაა ოფიციალური მონაცემები, რომლის გამოთხოვაც შეუძლია პარტიას და ამ უფლებით უსარგებლია ყველა ძირითად საარჩევნო სუბიექტს, მათ შორის, პარტიებს, რომლებიც ცესკოში არიან რეგისტრირებულნი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები