გიგი უგულავამ ხმა საფრანგეთში მისცა
თბილისის ყოფილმა მერმა და “ევროპული საქართველოს“ პარტიის წევრმა, გიგი უგულავამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი პოზიცია საფრანგეთში დააფიქსირა.
„ხმის მიცემა საფრანგეთში მომიწია. საკონსულო წესების მიხედვით, ადამიანი 2 კვირით ადრე უნდა გავიდეს ქვეყნიდან, რომ იქ სიაში მოხვდეს! რომელი საუკუნეა, ან ვინ გადის ქვეყნიდან ამდენი ხნით ან რატომ უზღუდავთ ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებას?! ონლაინ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, კომისიის წევრად დავრეგისტრირდი, რომ ხმა მიმეცა. აი, თუ ვინმეა წარსულში ჩარჩენილი, საგარეოს საკონსულო დეპარტამენტი“, – წერს გიგი უგულავა.