სოზარ სუბარის უწყებას იურიდიული დახმარების საკითხთა ნაწილი ოფიციალურად ჩამოშორდა

   სოზარ სუბარის უწყებას იურიდიული დახმარების საკითხთა ნაწილი ოფიციალურად ჩამოშორდა. როგორც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოზარ სუბარი 26 იანვრიდან გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად. ამავე ბრძანების მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ გრიგოლ გიორგაძე, ხოლო მოადგილეებად- ეკატერინე ქრისტესაშვილი, არჩილ თალაკვაძე და ბესიკ დევდარიანი დაინიშნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები