შს მინისტრი ხობში მომხდარ აფეთქებაზე: როგორც ჩანს, აერიათ და დიზელის ნაცვლად იხმარეს ბენზინი
ხობის რაიონში აფეთქების შედეგად დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა.
მინისტრის ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთ წევრს შეშის ფეჩის დანთებისას ნავთი ბენზინში აერია, რამაცგამოიწვია აგეთქება.
“არ მქონდა საკმარისი დრო იმისთვის, ზუსტად გამერკვია რა მოხდა.
რაც შეეხება მდგომარეობას მძიმეა, ვესაუბრეთ თბილისსაც , რეანომობილები გამოძახებულია.
იმედი მაქვს რომ ბავშვებს გადავარჩენთ. და აქ მივაღწევთ იმ მაქსიმალურ შედეგს, რაც ჩვენს მედიცინას დღეს შეუძლია გააკეთოს. მათ შორის თბილისის ჩართულიბითაც. სულ დაშავებულია 7 ადამიანი.
ერთი ოჯახის წევრები. მე ვესაუბრე ოჯახის მამას რომელიც ყველაზე მსუბუქ მდგომარეობაშია და ფაქტიურად არაფერი არ ჭირს.
და რეალურად როგორც ჩანს, აერიათ და დიზელის ნაცვლად იხმარეს ბენზინი.
რამაც გამოიწვია აფეთქება.
ვფიქრობ, რომ ჩვენი მედიცინა, ევექსიც და ჯანდაცვის სამინისტროც, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ.
პირველ რიგში ბავშვები, ეხლა ხდება რეანომობილები მობილიზება მთელი დასავლეთ საქართველოდან, იმედი მაქვს რომ შედეგი იქნება პოზიტიური ყველა ჩვენთაგანისთვის. შვიდივე გადაყვანას არ საჭიროებს. პირველ რიგში გადასაყვანია სამი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც არის მძიმე ზუგდიდიდან, ორი პაციენტი , რომელთა მდგომარეობაც არის მძიმე ხობიდან.
გვაქვს კავშირი თბილისთანაც და ვფიქრობ შედეგი გვექნება მაქსიმალურად დადებითი რომ ეს ოჯახი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას,-განაცხადა მინისტრმა.