ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად დამწვარი მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს

ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავს.
როგორც ზუგდიდის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟომიამ განაცხადა, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას სხეულის ზედაპირის 50-60 პროცენტი აქვს დამწვარი. იგი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის სოფელ ხეთაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთ წევრს შეშის ფეჩის დასანთებად განკუთვნილო ნავთი ბენზინში აერია, რამაც აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავდა ოჯახის 5 წევრი. მათ შორის ერთი მოზარდია. ასევე ორი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა. ორის კი სტაბილური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები