„სუროგაციაზე პატრიარქს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ჰქონდა“

  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი თქმით, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის სუროგაციის სფეროში კომპეტენტური არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირს. „მე მოვისმინე კრიტიკა და შეიძლება ძალიან დიდი კრიტიკა იყო, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს.
სუროგაციაზე ევროპის წამყვანი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, იგივე საფრანგეთში აკრძალულია სუროგაცია და, მე მგონი, აქ სკანდალური არაფერი ხდება. სუროგაციაზე თუ პატრიარქს ჰქონდა რაღაც კონკრეტული მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს მისი აზრია. ის ჩვენი სულიერი მამაა და მას თავისი აზრის გამოხავის უფლება აქვს. ამაზე ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა სერგეენკომ, ჩვენ თუ ფორმაზე გვაქვს საუბარი, თუ როგორ უნდა ეთქვა, ეს ცალკე თემაა. ყველა ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. მე არ ვარ ამ სფეროში კომპეტენტური, და რაშიც არ ვარ კომპეტენტური, იმაზე აზრს არ გამოვხატავ მანამ, სანამ არ გავერკვევი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები