ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ერთ კვირაში დაბრუნდება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ „კვირას“ მისმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა. კორძაძის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი ირაკლი ოქრუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება და იგი საქართველოში დაბრუნებას ერთ კვირაში აპირებს. შეგახსენებთ რომ „კვირას“ ექსკლუზიურად ჩაუვარდა ხელში შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულისთვის მობილურ ტელეფონზე მიწერილი სმს შეტყობინება. როგორც მიხეილ ქარელმა განმარტა, მუქარის შემცველი წერილი მას ირაკლი ოქრუაშვილმა გაუგზავნა. „კარგად წაიკითხე და დაფიქრდი რასაც გწერთ. 1. თუ როდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით ან ტელევიზიით შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ შენ სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი ჰოდა ნუ აყვები იმ ვოლკს თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ თუ არასწორად იფიქრებ, არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი”, – აღნიშნულია მიხეილ ქარელისთვის მიწერილ წერილში.