ნარკოლოგი: არსებობს 2 სახის სამედიცინო მარიხუანა

რა გამოყენება აქვს მარიხუანას მედიცინაში? – ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმმა ნარკოლოგმა თათა ასათიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან ის დაავადებები ჩამოთვალა, რომელთა მკურნალობის პროცესშიც მარიხუანას შემცველი პრეპარატები გამოიყენება.
„სამედიცინო მარიხუანა ეს არის სამედიცინო პროდუქტი , რომლსაც ნიშნავს ექიმი. გაანჩია გარკვეული ჩვენებები, დანიშვნის ხანგრძლივობა და გეგმა, რომელსაც არეგულირებს ექიმი. არსებობს 2 სახის სამედიცინო მარიხუანა, ერთი რომელიც შეიცავს დელტა- 9 -ტეტრაჰიდროკანაბინოლს, რაც განაპირობებს მის ეიფორიულ და ნარკოგენურ ეფექტს და მეორე არის, რომელიც არ შეიცავს. აქედან გამომდინარე, მეორე სახის სამედიცინო მარიხუანას მავნედ მოხმარება გამორიცხულია იმის გამო, რომ აზრი არ აქვს. გააჩნია, საქართველო რომელი სახის სამედიცინო მარიხუანას მოყვანას აპირებს. კარგი იქნება, თუ მხოლოდ და მხოლოდ კანაბიდიოლების შემცველი სამედიცინო მარიხუანის მოყვანა მოხდება , ასე დავიცავთ თავს მავნე მოხმარებისგან. რა დაავადებებია , რის დროსაც იხმარება – უამრავი დაავადებაა, პარკინსონის დაავადება, შაკიკი, გლაუკომა, ქიმიოთერაპიის დროს გულისრევის საწინააღმდეგო საშუალება, შიდსის დროს როგორც მადის მასტიმულირებელი საშუალება, ანთების საწინააღმდეგო და ა. შ.
თუ ამას ადამიანები მავნედ ვერ მოიხმარენ, რატომაც არა, რატომ არ გამოვიყენოთ სამედიცნიო მარიხუანა არა მარტო კულტივაციის მხრივ, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ“- განაცხადა თათა ასათიანმა.
ცნობისთვის, მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დროებით შეაჩერა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები