„საკანში 15 ბიჭი გააშიშვლეს, ხათუნა კალმახელიძე შიგნით იყო და მათ უყურებდა“

ქართველი ტრანსსექსუალი გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე მაცაცო აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ბრძანებით, გლდანის მერვე დაწესებულების საკანში 15 პატიმარი მამაკაცი გააშიშვლეს, რის შემდეგაც იქ კალმახელიძე შევიდა და მათ უყურებდა.
“მე ვიყავი ერთ-ერთი “ენჯეოს“ ხელმძღვანელი და 100 ათასი ამერიკული დოლარი მოვიპარე. ამის გამო 17 წლის ბავშვი გამიშვეს ციხეში 5 წლის ვადით. ერთხელაც ვზივარ „რეშოტკებში“, კალმახელიძემ ჩაიარა ჩემს წინ და შევიდა საკანში. სარდაფში არის “ტრი ადინი“, სადაც განაწილება ხდება საქალაქო სასამართლოების, რაიონული სასამართლოებისა და ა.შ.
შევიდა იქ, ამის შემდეგ ჩამოიყვანეს 15 ბიჭი, ყველას უთხრეს, რომ გაეხადათ, ხათუნა შიგნით იყო და შიშველ ბიჭებს უყურებდა. ერთადერთხელ ვარ შესწრებული ამ სიტუაციას და ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად პერმანენტულად ხდებოდა ეს. არ ვიცი, რატომ უყურებდა, ეტყობა, სიამოვნებდა, რა ვიცი“,- აცხადებს მაცაცო გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები